საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის უსიმპათიურესი დიქტორი და გადაცემების წამყვანი მალხაზ გელაშვილი სასტიკმა და დაუნდობელმა კოვიდმა შეიწირა… არადა, მითხრეს, უკეთ იყო, საავადმყოფოდანაც გამოწერესო, მაგრამ…მისთვის ყველა საუკეთესო ეპითეტი მემეტება, რაც კი შეიძლება ადამიანს მიუძღვნა, რადგან მუდამ გამორჩეული იყო და არავისში აგერეოდა: მუდამ ღიმილიანი და თბილი, მოსიყვარულე და
კეთილი, წესიერი და მორიდებული, განათლებული და უშუალო, საოცრად ენერგიული და სპორტული, შესანიშნავი მეტყველებით, გარეგნობითა და ყველა ამ მახასიათებლის შესაფერისი სახელით…
წყარო:ambavi.club