“ტანსაცმელს ვწვავდით რომ გავმთბარიყავით ყველაფერს ვაკეთებდით მის გადასარჩენად…” – ნახეთ რას ყვება გომის მთაზე გაყინული 24 წლის ბიჭის მეგობარი

0

11 მარტს გომის მთაზე მყოფი ბიჭებიდან ერთ-ერთი იხსენებს, რა მდგომარეობაში იყვნენ მეგობრები მთაზე, სანამ მაშველები მივიდოდნენ.
როგორც გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი „ტვ პირველთან“ იხსენებს, მეგობრებმა ბიჭის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, ბოლო ტანსაცმელებიც კი დაწვეს იმისთვის, რომ გაყინული გაეთბოთ, თუმცა უშედეგოდ.„ცუდად გახდა, ფეხში ძარღვი გაეკვანძა, თოვლში რამდენჯერმე წაიქცა, წამოვწიეთ, წავიყვანეთ, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. არ ვტოვებდით და მის გვერდით ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა და გავათენეთ სანამ მაშველები ამოვიდოდნენ.შეშები არ

გვქონდა და ბოლოს ტანსაცმელებს გავუკიდეთ ცეცხლი რომ გაგვეთბო. სანამ გაიყინებოდა ხელები გავუთბეთ, სახე დავუზილეთ, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. რამდენჯერმე იყო ისეთი შემთხვევაც, რომ გადავვარდით, მაგრამ ერთმანეთს არ ვტოვებდით“,- ამბობს გომის მთაზე მყოფი ერთ-ერთი ბიჭი.წყარო:geoambebi.com

Share.