საზარელი მკვლელობა მოხდა გუშინ ქუთაისში. კაცმა ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად ცხოვრობდა. მოკლული ქალი 36 წლის თიკო ტურაბელიძეა.,, ძლიერი ხმაური შემოგვესმა ეზოში, ავედით, კარი ძალით შევაღეთ და ოთახში სისხლის გუბე იდგა, გვამს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა თავისა და ყელის არეში, ფაქტიურად ყელი გამოჩეხილი ჰქონდა.
მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა “ – ამბობენ მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
წყარო:daqali.club