ვაკის პარკის მებაღის, დევი მეზურნიშვილის სახელი მთელმა საქართველომ იცის. ის გმირია, რომელმაც ვაკის პარკში ორი მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. მან ამოიყვანა შადრევნიდან 13 წლის მარიტაც და ამას აკეთებდა მაშინ, როცა დენი არტყამდა და წყალში შესვლა სიცოცხლის გარისკვას ნიშნავდა. სამწუხაროდ, მარიტას გადარჩენა ვერ მოხერხდა.მეზურნიშვილს თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოსა და მებაღის სიტყვებს თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
დევი მეზურნიშვილი: ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი.
წყარო:ambavi.club