“სულისშემძვრელი ლექსი დაუწერა პაატა გულიაშვილმა გარდაცვლილ კიტა წულუკიძეს..” – ნახეთ ლექსი

0

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა მეგობრის, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟს, კიტა წულუკიძეს ლექსი მიუძღვნა და სოციალურ ქსელში ატვირთა.
პატარა კიტა წულუკიძეს
დარი ბინდში გაიხლართა,
სულში ბზარი ახალი,
შენს ბაგეზე თოვლი დადნა,
ცრემლად მოდის ზამთარი,
დამხობილა სევდა ლხინთან,
ვერ უშველა ბრმა არის,
სამოთხეში ჩიტი გალობს,
აქ ემღერა რა არის?
სანუგეშო დარჩა რამე?
იქნებ ეგეც არ არის?
ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე, ამბავია ახალი,
მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში!

Share.