მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმიანება. მომღერლის აზრით, საქართველოში არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.
„სახელმწიფოში გვაქვს საშინაო და საგარეო მწვანე ბარათი. გვყავს ახალი და ძველი საკრებულო, ძველი (ვადაგასული) ამტკიცებს ახლის ბიუჯეტს ისე, რომ ახალს ცემა-ტყეპით აგდებენ შენობიდან.
ორი ახალი წელი ძველი და ახალი, სადაც ძველი უფრო „დასტოინია“, მაგრამ ახალი დასავლურია.
სადაც 7 იანვარს ვმღერით: „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო დაააა”…
კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება…
ეს არ არის ფსიქიატრიული (შეურაცხყოფას არ მივაყენებ არავის), ეს არის საგიჟეთი, სრული საგიჟეთი“, – წერს სუხიტაშვილი.
წყარო:dainteresdi.club