“სრულიად ირლანდიაა აალაპარაკა სალომემ..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რას წერენ ირლანდიაში სალომე ჭაჭუაზე

0

სალომე ჭაჭუა წელს Dancing With The Stars-ის ხუთ ახალ პროფესიონალ მოცეკვავეს შორისაა. ამ შემადგენლობაში არიან: ჰანა კელი, ერვინას მერფელდასი, სალომე ჭაჭუა, დენის სამსონი და მაურიციო ბენენატო. ისინი კიდევ რამდენიმე მოცეკვავესთან ერთად ბრჭყვიალა ბურთის თასისთვის იბრძოლებენ. სალომე ჭაჭუა ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მორაგბე ჯორდან ქონროის მეწყვილეა.

ცეცხლოვანმა ქართველმა მოცეკვავემ უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო. მასზე გამოცემა The Sun სათაურით – „სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ლო­მე: ვინ არის „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მო­ნა­წი­ლე სა­ლო­მე ჭა­ჭუა და სად ცეკ­ვავ­და აქამ­დე ის?!” სტატიას აქვეყნებს და მოცეკვავის ფოტოებს ასე ასათაურებს: “უმშვენიერესი სალომე საქართველოდან”.

“სალომე არის პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი საქართველოდან. ის არის ჩემპიონი თავის სამშობლოში. ასევე, არის საცეკვაო სტუდია Prime Dance Studio-ს დამფუძნებელი და დირექტორი. სალომე მანამდე ქართულ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ხუთ სეზონში მონაწილეობდა. ის იყო საცეკვაო კონკურსის ჟიურის წევრიც.

“აღფრთოვანებული ვარ ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობით, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ჩემს საოცარ პარტნიორთან ერთად მაყურებელს დაუვიწყარი საცეკვაო შოუები მივუძღვნა. ჩვენი რეპეტიციები მშვენივრად მიდის, ეს არის ძალიან შრომატევადი და ამავდროულად სახალისო.” – ამბობს სალომე ჭაჭუა.
წყარო:dainteresdi.club

Share.