“სრულიად ბათუმი გლოვობს..” – ნახეთ ქალი რომელიც მთელ ბათუმს უყვარდა გარდაიცვალა (ფოტო)

0

ლაშა ზარგინოვა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ულამაზესი ქალი, მინერვა, რომელსაც ყველა ბათუმელი იცნობდა.
„მინერვა, ბათუმელი კოლორიტი, რომელიც ხშირად შემიდარებია მარგოზე. საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ყოველთვის უკმაყოფილო, ალბათ, მისი ცხოვრებიდან გამომდინარე.
მუდმივად ჩნდებოდა თითების თეატრის მიმდებარედ, სადაც ჩვენი სტუდიაა და მუდმივად მსაყვედურობდა, რომ ჩემს ადგილას ის უნდა მდგარიყო. ამბობდა, რომ ოდესმე დიდ სცენაზე აუცილებლად ითამაშებდა დეზდემონას. ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, შესაშურიც.

ყვავილებზე გიჟდებოდა. როცა მოვუყევი, რომ დიდი კოლექცია მქონდა, გადაირია, შემპირდა, რომ აუცილებლად დაათვალიერებდა. დღეს გავიგე მისი გარდაცვალება და გული დამწყდა, ბათუმს, ქალაქს ამშვენებდა.

აი, რატომაც მიყვარს ეს ქალაქი, მთელი ბათუმი მინერვას ჭირისუფალია… აქ, ქალაქის და ქალაქელობის ფასი იციან. მჯერა, რომ იქ თეატრი არის და იქ მაინც ითამაშებს დეზდემონას, აქ დაუფასებელი მინერვა”, – დაწერა ლაშა ლაშა ზარგინოვამ.

წყარო: tbilisitv.club

Share.