”სკოლა არ დაიწყება არც ოქტომბერში, არც ნოემბერში… მოქალაქეობაც არ გვექნება პასპორტში, ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას..” – ხატია სიჭინავას გაფრთხილება

0

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
სკოლა არ დაიწყება.. არც ოქტომბერში.. არც ნოემბერში.. და ეს არ არის ჩვენი მთავრობის გადასაწყვეტი… რადგან მოკლე დროში მთავრობაც არ გვეყოლება.. მეტიც.. მოქალაქეობაც არ გვექნება პასპორტში… დიახ … მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.. ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას.. ცალი თვალი მაინც ვისაც აქვს გადავლებული ბიბლიისთვის იცის, რომ ერთიან მსოფლიოს ერთმმართველი ეყოლება.. და კი არიან ისეთები ვინც დღეს იცინის.. მაგრამ ვინც იცინის ბოლოს იცინის .. ბრძოლისუნარდაკარგული საზოგადოება, საკუთარი ფეხით გაყვება დასაკლავი ცხვარივით ამ კარგად დადგმულ გეგმას…

ბრძოლა დროს მოგვაგებინებდა, რომ ჩვენი შვილებისთვის რამოდენიმე წელი მაინც გვეჩუქებინა თავისუფლების.. მაგრამ ვაი რომ ეკლესიას ჩამოშორებული იუდას კლასტერი ადვილი სამართავია პირზე აფარებული და მოგუდული … დიახ სკოლა არ დაიწყება … ვიღაცეები წავალთ მიწაზე სახლებს გავამაგრებთ, როგორც ეს უკვე დიდი ხნის წინ გვითხრა პატრიარქმა და გვიწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა და წმინდა ბერებმა… ვიღაცეები აიცრებიან, დაიჩიპებიან და უკვე მერამდენედ უარყოფენ ღმერთს 🙏🏼 დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა.. შეუცნობელია ღვთის გზები, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდეს და ავცდეთო.. მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა.. ის კარებთან დგას… კი არ გიკაკუნებთ.. კარებს ანგრევს და ელოდება თქვენს მიპატიჟებას , რომ კარი გაუღოთ !!!

ერთი სუსტი წერტილი აქვს ბოროტს . თუ კარი არ გაუღე და არ მიიპატიჟე, ისე ვერ შემოდის შენს სამყაროში, გულში და ცხოვრებაში. ხოდა გაუღეთ.. შიში ამაში ძალიან შეგიწყობთ ხელს ! ჩვენი მთავრობა რუპორია .. რასაც უბრძანებენ, რამდენადაც გავიყიდებით, იმდენად გაგვყიდიან 🙌🏽 ჩვენივე ნებით, როგორც დასაკლავი ცხვარი, მივყვებით სასაკლაოზე . ვინ იშიმშილებს და ვინ ვერ გაუძლებს წინასამზადის პერიოდს, არც ეგ ანაღვლებს არავის.

ვწუხვარ რომ ჩემს შვილებს მოუწიათ ამ დროში ცხოვრება. ვწუხვარ, რომ ღმერთი აღარ ცხოვრობს ბევრის სახლში და გულში. ვწუხვარ რომ მე ერთი ცალი , ან თუნდაც ათი ჩემნაირი, საკმარისი არ არის ამ ბრძოლისთვის. და თუ მაინც საჭიროა ჩემი ხმა … თუ ვიღაცის გულამდე მაინც შემიძლია მივიტანო ამბავი უფალო 🙏🏼 მომეცი ძალა … დანარჩენი ყოველდღიურად და ნაბიჯ ნაბიჯ იხილეთ საკუთარი თვალებით.. რომელიც ზოგიერთებს გვიან აგეხილებათ … და მაინც… ოდითგანვე ესე იყო … ბოროტსა სძლია კეთილმან.. თუმცა კეთილი ადამიანები ალბათ კაენის და აბელის დროსაც იყვნენ და სოდომის და გომორის დროსაც..

Share.