“სიხარულისგან ისე ვტიროდი არაფერი მესმოდა,ჩემი ცხოვრბეა წამში შეიცვალა..” – ნახეთ რას ამბობს ნუცა ქავთარაძე პირველ შვილზე

0

მსახიობი, ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები 1 მარტს გახდნენ. წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ტელეწამყვანმა ნუცა ქავთარაძემ ერთ დღეში შეცვლილ სამყაროზე “იმედის” დილის გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ემოციური მდგომარეობიდან ჯერაც ვერ გამოვიდა.ამასთან, ნუცა ამბობს, რომ ის და მისი შვილიც თავს კარგად გრძნობენ.“ისე ვტიროდი, საერთოდ, არაფერი მესმოდა. რა თქმა უნდა, ეს ბედნიერების ცრემლები იყო. უცებ მივხვდი, რომ შეიცვალა ყველაფერი. ერთი წამი იყო, რამაც მთლიანად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება…

ყველა ამბობს, რომ მე მგავს, თუმცა ხელის თითები მამის აქვს, რაც მე ძალიან მიხარია. ხვალ მე და სანი უკვე ერთად გადავალთ სახლში. აქ კარგად ვართ. თვითონ ძალიან კარგად იქცევა. თითქმის ორმაგ საკვებს იღებს. ამაში მე მგონი მართლაც მე დამემსგავსა. ლოყებიც მოუპუტკუნდა. ახლაც სძინავს ჩემს უკან…

აჩიკო ბუნებით ძალიან მზრუნველია. ახლა ეს ყველაფერი გაუსმაგდა. ფაქტობრივად, ჩვენთან ერთად არის სამშობიაროში. დილით მოდის, საღამოს მიდის. მშობიარობას დაესწრო, ეს პირველივე დღესვე გადაწყვეტილი ჰქონდა”- ამბობს ნუცა ქავთარაძე.
ვიდეო:

Share.