“სიცოცხლეში რომ ენახა როგორც გვიყვარდა ახლა ცოცხალი იქნებოდა..” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ფოტო გამოაქვეყნა ზურა ხაჩიძემ

0

ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მეგობრის, ზურა დოიჯაშვილის, ყვავილებით დაფარულ საფლავის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს.
„ასეთი სიყვარული, პატივი და ყურადღება სიცოცხლეში რომ ენახა ზურას, კიდევ დიდი ხანი იცოცხლებდა,
მაგრამ ჩვენს ქვეყანაშია ნათქვამი: “შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო”. მინდა წარსულ შეცდომებზე რამე ვისწავლოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის საამაყო მომღერლებს, მეცენატებს, ექიმებს, სპორტსმენებს და ყველას, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ

მოღვაწეობს. ვინც სიგიჟემდეა შეყვარებული სამშობლოზე, ადამიანზე და უფალზე.
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან და ნათლად გვხდებიან ცხოვრების გზაზე! ერთმანეთის მეტი პატივისცემა, მეტი სიყვარული, ქართველებო. იმ ქვეყანაში არაფერს არ წავიღებთ, მხოლოდ წავალთ ჩვენი ადამიანების მიმართ დათესილი სიკეთით, სიყვარულით, მიტევებით…
უფალმა მოიხსენოს ზურა სული! ამინ…” – წერს ზურა ხაჩიძე.წყარო:geoambebi.com

Share.