სისხლიანი ქორწილი და დაჭრილი ახლგაზრდები – ნახეთ რა ხდება ამ წუთებში ახალქალაქში

0

ახალქალაქში ქორწილის დროს სამი ახალგაზრდა დაჭრეს. ჩხუბი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამივე ახალგაზრდას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. დაჭრილები სოფელ კუმურდოდან არიან.
ახალგაზრდები ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
დაჭრილის ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა გულის არეში, მეორეს მუცლისა და გულის, ხოლო მესამეს თირკმელზე აქვს მიყენებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ ორი მათგანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დაშავებულები 23, 27 და 29 წლის ბიჭები არიან.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Kvira.ge

Share.