რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვს რუსთავში, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
4 წლის ბიჭი გარდაბანში “ჯეო-ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ვიდეო: