“სინამდვილეში ვინ მოკლა ლევან კაჭარავა?..” – ნახეთ რა გაამხილა ამ წუთებში მოკლული ბიზნესმენის დედამ

0

ბა­გებ­ში, ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვას დე­დის, ელე­ნე მხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლი ქი­ლერ­მა მოკ­ლა.
რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნის დედა ამ­ბობს, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვას მტე­რი არ ჰყო­ლია. ის ვა­რა­უ­დობს, რომ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მკვლელ­მა სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა.„მე გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბა­ვი არ არის. სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. ვინ­მე რომ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო, თქვენ მო­გე­წო­ნე­ბათ? მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რო­გორც თვი­თონ ექიმ­მა, ეს არის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ქი­ლე­რი, ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ არ არის”, – გა­ნა­ცხა­და მხე­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და კა­ჭა­რა­ვას მძღო­ლი და რა­ტომ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ის სხვა პირ­თან ერ­თად მან­ქა­ნით, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვას დედა ასე პა­სუ­ხობს: “ცოლი გას­ვე­ნე­ბა­ში იყო წა­სუ­ლი და მას­თან სხვა იყო. თა­ნამ­შრო­მე­ლი­აო, ასე მი­თხრეს. მისი მძღო­ლი კახა არ იყო სა­ჭეს­თან და სწო­რედ ამა­შია საქ­მე, კახა არის ორ­გა­ნოს ყო­ფი­ლი მუ­შა­კი. ვინ იყო გუ­შინ არ ვიცი, თა­ნამ­შრო­მე­ლი­აო. ის და­კი­თხვა­ზე იყო. სად მოხ­ვდა ტყვია, თავ­ში, კი­სერ­ში თუ სად, არ ვიცი. ლე­ვანს სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მას მტე­რი რომ არ ჰყავ­და, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ 100%-ით”,- გა­ნა­ცხა­და მხე­ი­ძემ.

წყარო: daqali.club

Share.