“სინამდვილეში დაიწყება თუ არა არდადეგები სკოლებში 3 მარტიდან..” – ნახეთ რას ამბობენ განათლების სამინისტროში

0

საქართველოში ომიკრონის გავრცელების კვლავ მაღალი მაჩვენებელია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება. ამ ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე, 3 მარტიდან დაიწყოს. ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.

“ამ ეტაპზე არდადეგების ვადაზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.” – განაცხადეს სამინისტროში.წყარო: dainteresdi.club
შენიშვნა – სტატიის ფოტო მითითებულია თემატურად

Share.