“სინამდვილეში არ მომიკლავ ეჭვიანობის გამო..” – ნახეთ რა გაამხილა სასამართლოზე ბიჭმა, რომელმაც ორსული ცოლი მოკლა

0

ფეხმძიმე ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილია. განსასჯელმა დღეს სასამართლოს ვრცელი ჩვენება მისცა და დანაშაულიც აღიარა. ბრალდებულმა შემზარავი მკვლელობა ფსიქიკური პრობლემებით ახსნა და არც ის დაუმალავს, რომ წლების განმავლობაში ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.

სასამართლოში დაკითხვისას, ბრალდებულმა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, სადაც ის ამბობდა, თითქოს დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა – შეცვალა. პროკურორის კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ მოტივი მოიგონა და სინამდვილეში არ ახსოვს, რატომ მიაყენა მეუღლეს, ქეთი კეპულაძეს დანით 30 ჭრილობა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი აღიარებით ჩვენებას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა.

ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით და მისი მიზანი არამხოლოდ მკვლელობა, არამედ გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაც იყო – ასეთია პროკურატურის ვერსია. საქმის პროკურორი გოგა გზირიშვილის მიმართ სასჯელის უმაღლეს ზომის, ანუ უვადო პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ქმარმა ფეხმძიმე ქალი თბილისში განსაკუთრებული სისასტიკით 22 დეკემბერს მოკლა. გახმაურებული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 სექტემბერს მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სასამართლოში ჩვენებების მიცემას მოკლული ქალის ახლობლები გეგმავენ.
წყარო:daqali.club

Share.