“სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ორსულმა გოგონამ სულისშემძვრელი წერილი დაწერა..” – ნახეთ რა ეწერა წერილში

0

სოციალურ ქსელში ქმრის მიერ მოკლული 22 წლის გოგონას და ძალიან ეცმოციურ პოსტს და გარდაცვლილი დის წერილს აქვეყნებს, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა.
”ჩემი ღიღინა დაიკო…ჩემი გული და სული…ჩემი მწარე ტკივილი…სიტყვები,რომელიც შენს გაფრენამდე დაწერე დაიკო💔
რატოო ღმერთოო რატოო? რატო არაცადე ჩემს ორ ანგელოზს სიცოცხლე🕊💔,,ღამეა,ასე ვიწყებ წერას,მთვარე თვალისმომჭრელად ანათებს,ის ზოგჯერ იმდენადვე ნათელია რამდენადაც ბმელი,ისეთივე მშვიდი როგორც ხმაურიანი,ისეთივე საშიში როგორც უსაფრთხო,ღამეა უკიდეგანო,მოულოდნელობებით სავსე,საინტერესოც,ბევრი რამის დანახვა შემიძლია მასში მთავარია როგორ შევხედავ მას და რას დაგანახებს ის თავისი იდუმალი სამყაროდან…

ვფიქრობ,ცხოვრებაც ასეთივეა,ბევრი პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის.ყველაფერს აქვს თეთრი და შავი მხარე,ნათელი და ბნელი,ეს ორივე კი ერთმანეთზე იმდენად არიან დამოკიდებულნი რამდენადაც დამოუკოდებელი და განსხვავებული,ორი საწინააღმდეგო მხარე,რომელთაც საერთო არაფერი აქვთ,არაფრით გვანან ერთმანეთს,მაგრამ ერთმანეთის გარეშე არცერთი არ არსებობს,ისინი ერთმანეთს ავსებენ.ყოველთვის ვფიქრობდი,რომ თუ რამე დადებითი მოხდებოდა მას უარყოფითიც მოყვებოდა ასეა მოწყობილი სამყარო,კარგს,დადებითს,ყოველთვის საპირისპირო მომენტებით ვაფასებთ.
ბედნიერებას ყველა საკუთარი საზომით ზომავს,ასევე მეც,მაქვს ჩემი ბედნიერი საზომი და ეს ,,სიყვარულია” მთავარი გრძნობა სამყაროში,ვფიქრობ რომ რაც უფრო დიდია ბედნიერება და სიყვარული მით უფრო დიდია ტკივილი და შიში,გეშინია ყოველი ბედნიერი წუთის,რადგან არ გინდა დამთავრდეს,მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მაინც ამ გრძნობისკენ ვილტვით,ვიცით რომ გვეტკინება,შეგვეშინდება,დავიტანჯებით,მაგრამ გვეყვარება და ეს ყველაფრად ღირს.შიში არსად ქრება ისევე როგორც ბედნიერება,ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული,მაგრამ ერთმანეთზე მიჯაჭვული გრძნობებია,ერთმანეთის გარეშე რო ვერ შექმნი,ისევე როგორც სინათლე და სიბნელე, მთავარია არმივცეთ უფლება სიბნელეს რომ გადაფაროს ყოველივე ნათელი,ვაკონტროლოთ მაგრამ არცერთი არ უნდა გავაქროთ თვალთახედვიდან,არცერთი არ უნდა წავშალოთ გონებიდან,რადგან ამით ყველაფერს დავკარგავთ.რთულია ყოველი ტკბილი და ბედნიერი მომენტის დროს გეშინოდეს მისი დასასრულის,ყოველი დასაწყისის დროს ფიქრობდე დასასრულზე და ამით აფუჭებდე ყველაფერს,ეს დაავადებაა რომელსაც აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარ თავში,სიბნელეს ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ გადაფაროს სინათლე და ამ სიბნელეში ვიკარგებით.ბედნიერებას შიშით ვაფასებთ და ვკარგავთ კონტროლს,ვმარცხდებით შიშთან და ამით იმაზე მეტს ვკარგავთ ვიდრე იმ მომენტში შეგვიძლია წარმოდგენა,ვიკარგებით…
დასაბრუნებელი გზა რთულია მაგრამ გზას ის სინათლე გვიკვალავს რომელიც თავად ჩავახჩეთ და გადავმალეთ,ის არსად ქრება მთავარია სიბნელეში შევძლოთ სინათლის დანახვა და გავყვეთ მას უკანნ დასაბრუნებელ გზაზე,უკან რეალობაში და სამყაროში სადაც ბედნიერებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ და აღარასდროს მივცეთ სიბნელეს სინათლეზე გამარჯვების უფლება, იქ სადაც ბალანსის დაცვას ვისწავლით.ესეა,ღამე ბნელია,მაგრამ…მაგრამ ამავდროულად ნათელიც…”
წყარო:tbilisitv.club

Share.