“სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ჟანამ ეს სიტყვები მითხრა..” – ნახეთ რა გაუხმილა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ჟანამ მეგობარს

0

გუშინ თბილისში მომხდარმა საზარელმა ამბავმა მთელი საქართველო ააფორიაქა. ლილოს დასახლებაში 17 წლის ბიჭმა საკუთარი დედა მოკლა, როგორც გამოძიება ამბობს ბიჭს თან ახლდა 19 წლის მეგობარიც. გამოცემა კვირის პალიტრამ იმ მოწმესთან ისაუბრა, რომელიც მოკლულ ქალბატონთან მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე იმყოფებოდა, რა დროსაც ნახა მისი 17 წლის შვილი და შვილის მეგობარიც.

“ჟანა ორი შვილის დედაა. ბიჭი და გოგო ჰყავს, გოგონა 15 წლის არის. არაჩვეულებრივი დედა იყო. ოჯახი ცხოვრობდა იქ. მისი ქმარი და გოგონა ამ დროს სოფელში იყვნენ, ხოლო დედა-შვილი თბილისში იყვნენ.

ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ჟანამ ეს სიტყვები მითხრა – ძალიან ბედნიერი ვარ, მე და ნოვრუზი ძალიან მეგობრულად რომ ვართო… ამ სიხარულს გამოხატავდა, ამას რომ მელაპარაკებოდა იმ საღამოს, ეს მის შვილსაც ესმოდა. ოთახში იჯდა, ხმა არ ამოუღია. მათ შორის ადრეც არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ხომ იცით, დედას ყოველთვის უნდა შვილი საუკეთესო იყოს.

ამ ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო. გაგიჟებულია მომხდარით. უზომოდ განადგურებული იყო, კეთილი ადამიანია, ეს ბიჭი სოფელში მიდიოდა ხოლმე. სხვების ნათქვამზე მე არ ვაგებ პასუხს. ქმრის ოჯახს ვიცნობ და ისეთ დღეში არიან და ისე განიცდიან…” – ყვება ჟანა ხალილოვას მეგობარი.

Share.