“სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე დამირეკა და ისეთი რამ მითხრა გავშეშდი..” – ნახეთ დაღუპული ორსული გოგონას უკანასკნელი სიტყვები

0

33 წლის ქალი, მხატ­ვა­რი მაია კუ­ჭა­ვა მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
“7 თვემ­დე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მე-8 თვე­ში და­ე­წყო მა­ღა­ლი წნე­ვე­ბი. მი­ვი­და ამ ჩი­ვი­ლით კლი­ნი­კა­ში. ექიმ­მა წამ­ლე­ბი და­უ­ნიშ­ნა და უკან გა­მო­უშ­ვა. წნე­ვა არ და­რე­გუ­ლირ­და და მე­ო­რე დღეს ისევ მი­ვი­და კლი­ნი­კა­ში და უკან აღარ გა­მო­უშ­ვა, და­აწ­ვი­ნეს კლი­ნი­კა­ში, ჩვე­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბაო. ექი­მი გვა­ი­მე­დებ­და, სა­ში­ში არა­ფე­რი­აო“, – ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.“ექიმ­მა პა­ცი­ენტს არ მი­ხე­და. სამი კვი­რა ჰქონ­და წნე­ვე­ბი – 120-ით და­ე­წყო და 140-ზე რომ ავი­და, ანა­ლი­ზე­ბი აუ­ღეს, იქ არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდა. წნე­ვა 180-ზე რომ ავი­და, წა­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, გა­უშ­ვეს ექოს­კო­პი­ა­ზე, იქ ბავ­შვის გუ­ლის­ცე­მა ის­მო­და. ეს ექი­მი (მა­მუ­კა ნემ­სა­ძე) არ­სად არ ჩან­და, ვერ­სად ვპო­უ­ლობ­დით. მოკ­ლედ ამ დღეს წა­მო­ვე­დი სახ­ლში, ჩემი და კლი­ნი­კა­ში დავ­ტო­ვე. მი­რე­კავს ჩემი და ტი­რი­ლით და მე­უბ­ნე­ბა,

ბავ­შვს გული გა­უ­ჩერ­დაო. და­ვამ­შვი­დე, კი­დევ მოგ­ცემს ღმერ­თი შვილს – მეთ­ქი, თურ­მე რა დღე გვე­ლო­დე­ბო­და. ამა­სო­ბა­ში კი­დევ არ ჩან­და ეს ექი­მი. ტე­ლე­ფონ­ზე უთხრა, – არ ინერ­ვი­უ­ლო გამ­შო­ბი­ა­რებ კომ­ფორ­ტუ­ლა­დო. დე­ი­და­ჩემ­მა და­უ­რე­კა ტი­რი­ლით, – მი­ხე­დე გო­გო­სო, ბავ­შვი ხო მო­კა­ლით და დედა მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნე­თო. 3-ში გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი და 5 რი­ცხვში ამ­შო­ბი­ა­რეს. მა­ნამ­დე ვერ და­ა­ყე­ნეს საშ­ვე­ლი. ტკი­ვი­ლის­გან ჩემი და კრუნ­ჩხვებ­ში ჩა­ვარ­და და ჟანგბა­დი არ მის­ცეს, ამან გა­მო­იწ­ვია ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა და გოგო ჩა­ვარ­და კო­მა­ში. ამ ყვე­ლაფ­რის მერე გა­მოჩ­ნდა მა­მუ­კა ნემ­სა­ძე და გვე­უბ­ნე­ბო­და, გო­გოს სძი­ნავს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო. შემ­დეგ დი­ღომ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, კატე უნდა გა­და­ვუ­ღო­თო, იქ გა­მოჩ­ნდა ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა…”

კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი შემ­დეგს გვიყ­ვე­ბა:

“გვე­გო­ნა სა­კე­ის­როს გა­უ­კე­თებ­დნენ, მაგ­რამ თავი გა­ი­გი­ჟეს, ბუ­ნებ­რი­ვი გზით უნდა იმ­შო­ბი­ა­რო­სო. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, მშო­ბი­ა­რო­ბის დრო­საც მა­ღა­ლი წნე­ვა ჰქონ­და და ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბო­და. მშო­ბი­ა­რო­ბას მა­ი­კოს ქმრის ბი­ძაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, შო­კი­რე­ბუ­ლი იყო ბლო­კი­დან რომ გა­მო­ვი­და, – ეს რა ვნა­ხეო. მშო­ბი­ა­რო­ბამ­დეც და­მარ­თნია კრუნ­ჩხვა. მშო­ბი­რო­ბის პრო­ცეს­შიც რამ­დენ­ჯერ­მე და­ე­მარ­თა… მშო­ბი­ა­რო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ექიმ­მა გვი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, პა­ცი­ენტს ჩა­ე­ძი­ნა, ახლა სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბო­და, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი იყო და ჩვენც დამ­შვი­დე­ბუ­ლე­ბი წა­ვე­დით შინ…“

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ოჯახს ექი­მე­ბი უმა­ლავ­დნენ, რომ ქალი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მუ­კა ნემ­სა­ძე მა­ი­კოს ექი­მი იყო, მშო­ბი­ა­რო­ბას არ დას­წრე­ბია. პრე­ტენ­ზია რომ გა­მოვ­თქვი, რა­ტომ არ ეს­წრე­ბო­დი მშო­ბი­ა­რო­ბას-მეთ­ქი. ექი­მი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლას მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო­სო. ყვე­ლა მკვდარ ბავ­შვს ხომ არ აჩენს, ვალ­დე­ბუ­ლი რო­გორ არ იყა­ვი-მეთ­ქი? – ვკი­თხე… მოკ­ლედ, მას­თან სა­უ­ბარ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. მარ­წმუ­ნებ­და, რომ პა­ცი­ენტს სძი­ნავს და რაც უფრო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძი­ნე­ბა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბაო. გავ­გიჟ­დი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ბევ­რი ვი­კა­მა­თეთ, მაგ­რამ რა აზრი ჰქონ­და?“ – ამ­ბობს მა­ი­კოს ახ­ლო­ბე­ლი.

მისი თქმით, ამ სა­უბ­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პა­ცი­ენ­ტი დი­ღომ­ში, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

“მა­მუ­კა ნემ­სა­ძემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, ძი­ლის ფა­ზას გას­ცდა ეს ყვე­ლა­ფე­რი, კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და კვლე­ვე­ბია სა­ჭი­როო. გავ­გიჟ­დი… მოკ­ლედ გა­და­იყ­ვა­ნეს ტო­მოგრტა­ფი­ა­ზე, პირ­ვე­ლად­მა დას­კვნამ აჩ­ვე­ნა, რომ პა­ცი­ენტს ჰქონ­და იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტი, ყვე­ლა­ფე­რი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლად. კლი­ნი­კა­ში მი­თხრეს, რომ კლი­ნი­კა “ღია გულ­ში“ აღარ და­აბ­რუ­ნოთ პა­ცი­ენ­ტი, თო­რემ მო­გიკ­ლა­ვენ, სად­მე სხვა­გან გა­და­იყ­ვა­ნე­თო. შოკ­ში ვი­ყა­ვით, კლი­ნი­კა­ში სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე რომ მი­იყ­ვა­ნეს. რად­გან დი­ღომ­ში ვი­ყა­ვით, ვი­ფიქ­რეთ რომ “ღუ­დუ­შა­უ­რის“ კლი­ნი­კა­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. მა­მუ­კა ნემ­სა­ძე რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­უ­ჩი­ნარ­და და რომ მო­ვი­და, გვი­თხრა, “ღუ­დუ­შა­უ­რის’ კლი­ნი­კამ პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, ამი­ტომ ისევ წა­ვიყ­ვა­ნოთ “ღია გულ­ში“ და გა­ვაგ­რძე­ლოთ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბაო. იმ დროს სხვა გზა არ იყო. მი­ვიყ­ვა­ნეთ ისევ “ღია გულ­ში“, მაგ­რამ მა­მუ­კა ნემ­სა­ძეს ვუ­თხა­რი, ახ­ლა­ვე და­რე­კე ლე­ვან რა­ტი­ან­თან და მას­თან გა­ვაგ­რძე­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბა – მეთ­ქი. რა­ტი­ა­ნი დაგ­ვთან­ხმდა პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა­ზე და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“, – ამ­ბობს ახ­ლო­ბე­ლი.

პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენტს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტა­რეს. ოჯა­ხის წევ­რებს უთხრეს, რომ უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო და პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

“ქი­რურ­გის თქმით, მას ერ­თა­დერ­თი რისი გა­კე­თე­ბაც შე­ეძ­ლო, ეს იყო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. თა­ვის ქალა უნდა გა­ეჭ­რათ და თა­ვის ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აღარ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ექიმ­მა გვი­თხრა, ტვი­ნის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არის შე­შუ­პე­ბუ­ლი და რომც გა­დარ­ჩეს, პა­ცი­ენ­ტი ვე­რა­სო­დეს გა­ივ­ლი­სო. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია 6 ნო­ემ­ბერს და მა­ი­კო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­დარ­ჩა… 33 წლის ქალი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და დიდი იმე­დი გვაქვს, ყვე­ლა აგებს პა­სუხს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით,“ – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი.

Share.