მკვლელობა, სუიციდი თუ უბედური შემთხვევა?” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. გარდაცვლილი თეონა შენგელიაა, რომელსაც 5 შვილი დარჩა .
მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ვერსიით შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა.
”თეონამ მე ამიფეთქდაო, შემეშალა ბენზიში სალიერკა მეგონაო” -ამბობს მეზობელი.
სოფელში ასევე არ გამორიცხავენ რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. კლინიკაშია მოთავსებული გარდაცვლილის მეუღლე, მდგომარეობის სიმძიმის გამო სამართალდამცველები მის გამოკითხვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
რა მოხდა სახლში, სადაც ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ბავშვების გარდა არავინ იცის.