“სახლ კარს ყიდის და რუსეთში ბრუნდება აჩი საცხოვრებლად..” – ნახეთ რატომ მიიღო მომღერალმა ეს გადაწყვეტილება

0

მომღერალი აჩი ფურცელაძე საქართველოს ტოვებს და ისევ რუსეთში ბრუნდება, ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებთან” ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთში გამგზავრების მიზეზი ბანკის იპოთეკური სესხი, უმუშევრობა და სოციალური ფონია.მომღერალი განაწყენებულია ქართველ დამსაქმებლებზე. ამბობს, რომ იძულებულია ბინა გაყიდოს, საბანკო ვალდებულებები მოიხსნას და ქვეყანა დატოვოს.
“ბინას ვყიდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად მომიწია ბანკთან ურთიერთობა ზუსტად ამ სახლის შესაძენად. ხუთწლიანი იპოთეკა, ჩემი საქმიანობის დამუხრუჭების გამო, ოცწლიანად იქცა და ეს ძალიან დიდი გარღვევაა. პანდემიამ ყველაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ არის, გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი.

არადა, არავისთვის მითხოვია შეუძლებელი, ვისაც ვთხოვე, დამხმარებოდა მუშაობის დაწყებაში ტელევიზიასა თუ რადიოში, იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი მქონოდა და პარალელურად სიმღერა და კორპორატიულების წაყვანა გამეგრძელებინა, შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ შედეგად, არაფერი.

ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ მონახა შესაბამისი რესურსი. პრაქტიკა არ მაკლია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ის ეტაპია, როცა ყველა, როგორიც არ უნდა იყოს, ყვირის, რომ მაგარია და მე, ეტყობა, დამავიწყდა იმის თქმა, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული წლების განმავლობაში.

მივიღე გადაწყვეტილება, ეს სახლი გავყიდო, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში გადავიდე. იქ მელოდება ხალხი, რომელიც აფასებს ჩემს, ეგრეთ წოდებულ, შემოქმედებას და იციან, ჩემი სახით ვისთან აქვთ საქმე. ფულსაც იხდიან და ძალიან კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ის, რაც აქ მინდოდა, იქ მაქვს.

„სივიც“ მაქვს და რაც საჭიროა, ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ. აღარ მინდა ამ ქვეყანაში, 42 წლის ვარ და ჩემში უამრავი ენერგიაა. აქ არ მაძლევენ მუშაობის საშუალებას. ამიტომ კარგად ბრძადებოდეთ, იდუღეთ იმ წყალში, რომელშიც დაგტოვეთ 2006 წელს. სრული დეგრადაციაა, ტელევიზიამ, რადიომ ხალხს „აიქიუ“ უნდა გაუზარდოს, არადა 15 კაცს მაინც ჩამოვთვლი, რომელიც არ ვიცი, რატომ ჰყავთ ეთერში. ამიტომ ვყიდი სახლს და მივდივარ.

ვისაც არ უნდა ჰკითხო, გეტყვის „აუ, აჩი რომ ეთერში იჯდეს, რა გვიჭირს“. არც საუბარი მიჭირს, ენერგიაც არ მაკლია, 80 000-კაციანი კონცერტი კიდევ ვის აქვს წაყვანილი?! სტადიონები მაქვს გავსებული და ყველამ გადასარევად იცის, რომ არც კონცერტის წაყვანა მიჭირს და არც გადაცემის.

თავიდან მითხრეს ერთი-ორი წელი, სანამ რუსეთის სუნი აგდის, არავინ მიგიღებსო. გამეცინა, მაგრამ კი ბატონო. ოთხი წელი გავიდა და დღეს რაღაშია პრობლემა? კი, ეგ მომენტია. დღეს თუ ოკუპანტს არ ყვირი, ვერ ხარ პოპულარული. ამ სიტყვაზე გადის პოპულარობის გზა. ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამის მუდმივად ძახება რას ცვლის? რაღა დროს ომია, დიპლომატიაა საჭირო და მოდი, იმ ხალხმა აკეთოს ეს საქმე, ვინც იცის.

არ მესმის, ტელევიზიაში რომ გაკივიან იმ ხალხის. თუ არ თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყურადღებას არავინ გაქცევს. პოპულისტური გახდა ეს ფრაზა და ძალიან მწყდება გული. მე რუსეთი ორ ნაწილად მაქვს გაყოფილი. არ მომწონს მისი პოლიტიკა, მაგრამ ამის გამო მთელ რუსეთს არ ვაგინებ. ძალიან კარგი მეგობრები მყავს იქ, მათ არ ვაგინებ და არც ამოწყვეტას ვუსურვებ.” – ამბობს აჩი ფურცელაძე „თბილისებთან“ ინტერვიუში.
წყარო:statiebi.club

Share.