კახელმა მეგრელი ყოჩაღი ქალი ითხოვა.
პატარძალი დატრიალდა სახლში და სულ ყველაფერი
დააპწკრიალა, რომ იტყვიან, ქანცი გააგდებინა.
ჯერი ფანჯრებზე მიდგა– შესაღებია ჩარჩოები, მარა
ფუნჯი ვერ იპოვა ვერსად. ღამე მოხუც პაპას
წვერ-ულვაში გაკრიჭა, გააკეთა ფუნჯი და ისიც შეღება.
სახლში გადაწყვიტეს, პატივი ვცეთ ჩვენ დაუღალავ
რძალსო და ვუყიდოთ რამეო.
ქალაქში წამოვიდნენ.
სახლში რო დაბრუნდნენ, ხედავენ, პაპა კაკლის წვერზეა ასული.
ბიჭი შესძახის:
– რას აკეთებ მანდა, კაცო, ჩამოდი არ ჩამოვარდეო.
პაპა პასუხობს:
– ჩვენ რძალმა ტორტის კეთება დაიწყოო.
– მერე?
– მერე და კვერცხი არ არის სახლში, მე თქვენი დედაო!!!