“სახლში მისული ბავშვი კარზე აკაკუნებდა, ხმა არავინ გასცა, მშობლები და ბებია უკვე დაღუპული იყვნენ..” – ნახეთ ახალი დეტალები ტრაგედიის შესახებ

0

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ვაზიანში, მკვლელობის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც, გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მივიდა, კარზე დააკაკუნა და ხმა არავინ გასცა. მოზარდმა დასახმარებლად ბიძას დაურეკა.

ნათესავებმა ბინის კარი ძალის გამოყენებით შეამტვრიეს, ადგილზე კი, ახალგაზრდა მამაკაცი, მისი მეუღლე და სიდედრი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ახალგაზრდა მამაკაცმა, ცოლს ჯერ ზურგიდან დაარტყა, შემდეგ კი დაზიანებები ყელის არეში მიაყენა. დანით გაუსწორდა სიდედრსაც, თავად კი ვენები გადაიჭრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წყარო:tbilisitv.club

Share.