“სახის არეში ესროლა,ტყვიები მკერდშიც აქვს ნასროლი, საშინელება იყო..” – ნახეთ ვინ არის მკვლელი. უმძიმესი ტრაგედია

0

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალნოში 35 წლამდე ასაკის კაცი ჩაცხრილეს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენი, აიდინ გამზაევია. წინასწარი ინფორმაციით, 35 წლის კაცი საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ავტომატური იარაღით დაახლოებით ღამის 2 საათზე ჩაცხრილეს.
სოფელში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ფინანსურ დავას უკავშირდება, რადგან გარდაცვლილმა ადრე პოლიციას მიმართა. აიდინ გამზაევი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტს ფლობდა.

„პლაში ეცვაო, ვიღაცა შემოსულა 1 პიროვნება ყოფილა. ეს მაღაზიაში ყოფილა, გამყიდველი. სასადილოა გვერდზე როგორც ამბობენ, ვინც ქეიფობდა მანქანა ედგათ, რომ გამოვიდნენ, ნახეს, რომ მაგათი მანქანაც აღარ იყო. და ვინც მოკლა იმ პიროვნებას მოუპარავს.

ეს მოკლა, დაჯდა მანქანაზე, წავიდა. ხმები დადის, რომ ვიღაც წვერებიანი დადიოდნენ, რაღაც უნდა გადაიხადოთ ამდენი თანხა, რაღაც ასეთი ქუჩური გარჩევა”, – ამბობს ადგილობრივი.

„მაღაზიაში მოკლულთან ერთად ვმუშაობდი. ეს მაღაზია მისია. დიდი ბიზნესიც არ ჰქონია. ღამის 2-ის წუთები იყო სახლში რომ წავედი. ჩემი წასვლიდან დაახლოებით 20 წუთში მოსულა ვიღაც უცნობი და შიგნით მაღაზიაში ჩაცხრილა. ტყვიები სახის არეში და მკერდში აქვს მოხვედრილი” – ამბობს მოკლული აიდინ გამზაევის თანამშრომელი.

მომხდარზე გამოძიება კი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.
წყარო:ambavi.club

Share.