“საჭმლისთვის თმები შევიჭერი და გავყიდეთ” – პატარა ელენეს უმძიმესი ისტორია ხარაგაულიდან, ნახეთ (ვიდეო)

0

“საჭმლისთვის თმები შევიჭერი და გავყიდეთ” – პატარა ელენეს უმძიმესი ისტორია ხარაგაულიდან.
„თმები ძალიან დამენანა“ – ამბობს ელენე ვიდეოში და თავის სურვილებზეც საუბრობს:

ელენე სირაძემ, იმისთვის რომ საჭმლის ფული ჰქონოდა, თმა შეიჭრა. ბავშვი ხარაგაულში ბებიასთან, და-ძმასთან და დედ-მამასთან ერთად, ცხოვრობს.
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახის ცხოვრების შესახებ ვიდეოს „სიკეთის ქალაქი“ ავრცელებს. ვიდეოში ნათქვმია რომ, ელენეს მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დედა კი ბავშვებს უვლის.

„ჩემს წინ რომ დიდი სახლია, იქიდან გამოდის სულ კარგი საჭმელების სუნი და მეც მინდება. ბებია რომ მიდიოდა ზესტაფონში, თმებს რომ იჭრიან იქ წავიკითხე, რომ თმებს იბარებენო. ბებოს ვუთხარი მე თმებს შევიჭრი და ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება-თქო. ჩემს კლასელებს და ჩემს ამხანაგებს, საჭმლის გულისთვის არ შეუჭრიათ თმები.

სასადილოდან მოტანილ საჭმელს წესიერი სუნი არ აქვს,“ – ამბობს ელენე.

ელენეს 12 წლის ძმა და 2 წლის და ჰყავს.

ელენე სირაძის ოჯახის მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 18.

Share.