”საწყალი თურმე ყვიროდა, დამეხმარეთ, მიშველეთო და…” – რიყის პარკთან დაღუპული 16 წლის ბიჭის დედის პირველი კომენტარი აგატირებთ

0

რიყის პარკში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. სკოლის მოსწავლის ოჯახი კახა კალაძეს მიმართავს და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.„ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე პირობებში გავზარდე – ქირიდან ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? – ჩემი ოთახი არ მაქვს…
პატარები (გარდაცვლილის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო.

რიყის დოქებთან 3 მეტრამდე წყალი იყო დამდგარი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო. თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან – ფსიქოლოგებთან დაჰყავთ, ერთ-ერთი მეგობრის თვალწინ ბავშვობის მეგობარი დაიღუპა.

მეც დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი. არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო. აი, ვის უნდა ვუთხრა – გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი. იმედი მაქვს, კახა კალაძე ამ სიტუაციას ყურადღებას მიაქცევს. ამ ქალაქში შიშით ვარ” – თქვა გარდაცვლილის დედამ.

Share.