“საშინელი ტკივილია დაიღუპა სამეჯლისო ცეკვების ლეგენდა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია გიგი გაჩეჩილაძის ოჯახში

0

საქართველოს სპორტული სამეჯლისო ცეკვების ლეგენდა და მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძის დედა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და სპორტული ცეკვების ფედერაცია ავრცელებს. მოცეკვავე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.„უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით ვიუწყებით რომ დღეს, ავადმყოფობის შედეგად 70 წლის ასაკში (19.03.1950-12.03.2021) გარდაიცვალა ჩვენი ფედერაციის საპატიო წევრი და ყველასათვის საყვარელი ადამიანი – ქ-ნი ლარისა გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
იგი იდგა საქართველოში სპორტული (სამეჯლისო) ცეკვების საწყისებთან და

მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და მოღვაწეობდა სპორტული ცეკვების განვითარებისათვის და შემდგომი წინსვლისთვის.რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდით ამ დანაკარგის გამო და დარწმუნებულები ვართ რომ მისი სული ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება.

გულწრფელად ვუსამძიმრებთ ამ დიდ დანაკარგს ქ-ნი ლარისას ოჯახს:

მის მეუღლეს ბ-ნ თეგიზ გაჩეჩილაძეს – საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელს და მის საპატიო პრეზიდენტს. შვილებს:

გიორგი გაჩეჩილაძეს – საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს და

რატი გაჩეჩილაძეს – მოქმედ ათლეტს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს და სპორტული ცეკვების აკადემია „თელას“ დირექტორს და მთავარ ქორეოგრაფს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.წყარო:geoambebi.com

Share.