ცნობილმა მსახიობმა ბესო ზანგურმა საჯარო ბრალდებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ბესო ზანგურის თქმით, ძალადობა მისთვის მიუღებელია, აი რას ამბობს მსახიობი:
“ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს,” – ამბობს მსახიობი.ის, ასევე, სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.
“ამ ყველაფერში იჭყლიტება ბავშვი, რომელიც ჩემი შვილია. რომ
გადავხედოთ ჩემი ცხოვრების რიტმსა და წესს, თითით საჩვენებელი მამა ვარ და მეუღლე.” – აცხადებს ბესო…
შეგახსენებთ, გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.წყარო:geoambebi.com