თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა.
დაშავებულია ორი პირი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო:statiebi.club