“საქართველო შევა თუ არა ნატომში და..” – ნახეთ რას წერს ლელა კაკულია საქართველოს მომავალზე

0

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე წინასწარმეტყველებების ამონარიდს აქვეყნებს:
🔴 🔴 🔴
ლელა კაკულია: საქართველო და უკრაინა ნატოშიცა და ევროკავშირშიც დაჩქარებული ტემპით კი არ შედიან, არამედ შერბიან!
მცირე ამონარიდები ძველი წინასწარმეტყველებებიდან
✅ 2008 წელი, 16 აგვისტო, ურეკი.
ვხედავ მომავალს, რომელშიც რუსს უკვე დაკარგული აქვს კავკასია (ეს ჯერ კიდევ თვრამეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე).
ვხედავ, მსოფლიო აიძულებს რუსეთს და მის პატარა კაცუნებს, უკან დაიხიონ… იმ დანაკარგს, რაც

ქართულ სახელმწიფოს მიაყენა კრემლმა, ბოლო თეთრამდე გადაუხდის საქართველოს.
ვხედავ, ქართველები ერთ მუშტად არიან შეკრულნი, შემართულნი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ევროპა საქართველომ გადაარჩინა, ნიღაბი ახადა რუსებს და დაანახა მისი ნამდვილი სახე — აგრესორის სახე და ისიც, რომ რუსეთი ძალიან, ძალიან არასანდო პარტნიორია, მათ არავითარი ადამიანური არ გააჩნიათ, არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ უკნიდან მოგეპარნონ და ზურგში დანა გაგიყარონ. ევროპა გადარჩა, ამერიკამ კი პირველობა დაიბრუნა და ეს საქართველომ გააკეთა!!!
რუსეთი თხუთმეტი რესპუბლიკის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ისინი ვერც თანამეგობრობას შეინარჩუნებენ, ვხედავ.
სასაცილოა! რა მეგობარი, ან როგორი მეგობარია რუსეთი, როდესაც ძალით იმორჩილებს თანამეგობრობაში გაერთიანებულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს? მალე ისინიც დაიშლებიან. ამინ! ეს ხომ ეშმაკის ბუდეა!
<…> ვხედავ, რუს მართლმადიდებლებს უფალი დასჯის და ეს ძალიან მალე მოხდება. ვხედავ, როგორ იწვის მთელი რუსეთი. დაიმახსოვრეთ ეს წინასწარმეტყველება!
ამერიკული გემები დგანან ფოთში, ბათუმში.
⭐️‼️ საქართველო და უკრაინა დაჩქარებული წესით შედიან ნატოში. რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს! ⭐️‼️
რუსეთში, კრემლში ვხედავ პიროვნების სიკვდილს. რუსები არკვევენ, თავი მოიკლა თუ მოკლეს. იგი ჯოჯოხეთში მოხვდება. რუსეთი გლოვობს, მსოფლიო კი ამოისუნთქებს.
რუსეთი სუსტდება, მათ საკუთარი ენერგორესურსებიც არ შველით. ევროპას ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე რუსეთის პარტნიორი გახდეს. მათ რუსეთისგან არაფერი უნდათ, ერთის გარდა: რაც შეიძლება შორს იდგნენ მათგან. ეს რუსეთს ზურგზე დასცემს და ვერასდროს წამოიმართება ფეხზე. ინდიელებს მაგონებენ: ოდესღაც ჩვენ დიდი ძალა, დიდი რუსეთი ვიყავითო, ამბობენ.
ვხედავ მათ მომავალს 23-24-ე საუკუნეებში: რუსეთი ჩვეულებრივი დიდი ქალაქია და მეტი არაფერი. მათ ძალაუფლება არ გააჩნიათ, მხოლოდ წარსულს იხსენებენ, რაც არავის აინტერესებს.
რუსეთი ის ბუდეა, საიდანაც იწყება ყველა უბედურება მსოფლიოსთვის და ვხედავ, როგორ გაანადგურებენ და დაწვავენ ამ ბუდეს. ამინ!
რუსეთი თავის პოლიტიკას ვერ გაატარებს კავკასიაში.
საქართველო კი, ვხედავ, იკეტება საკუთარ საზღვრებში, იწყება აღმშენებლობა ევროპა-ამერიკის დახმარებით და როგორც ადრე — 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, კავკასიის ცენტრი საქართველოა.
<…> საქართველოში, როგორც 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე (დანახვით კი უფრო ადრე, 1987 წელს დავინახე), ავტონომიები არ იქნება. ვის უნდა მისცეს საქართველომ ფართო ავტონომიები? არავის, რადგან ოსი ქართულ მიწაზე ვეღარ იცხოვრებს, ვერც აფსუა. ამინ! მათ დრო გადარეცხავს. ავტონომიებით ვაპელირებთ საჭიროების გამო, მაგრამ ამ მიმართულებით რეალურად არაფერსაც არ გავაკეთებთ.
როკის გვირაბი, ანუ ეშმაკების გზა, აღარ იარსებებს. ვხედავ, იგი მიწით ივსება. ესეც 1990 წელს ვიწინასწარმეტყველე.
დღეს ვხედავ, რომ დასავლეთი „დიდ რუსეთს“ კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს შავი ზრახვებისა და გეგმების განხორციელებაში. დასავლეთი არასდროს ენდობოდა რუსეთს. ის კი, რაც დღეს ჩაიდინეს, უფრო გამოაფხიზლებს ევროპას, უკეთ დაანახებს, როგორი მეზობელი ჰყავთ და სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ.
<…> კრემლში ერთმანეთს დაჭამენ. რუსებს თითქოს ყველაფერი გამოთვლილი აქვთ, მაგრამ არ დაიჯეროთ. ვხედავ, მომავალში ერთმანეთს სასამართლოებს გაუმართავენ. ბევრი რამ ამოტივტივდება, მათ შორის, რუსეთის ყოფილი და დღევანდელი პრეზიდენტების ცხოვრება, მათი ნამოქმედარები, ჩადენილი ამბები. რასაც რუსები მხურვალედ მალავენ, ყველაფერს ნიღაბი აეხსნება, ყველა შეხედავს და შეძრწუნდება, თურმე ვინ მართავდა რუსეთს — ფსიქიურად შერყეულები, ანუ ლოთები და გიჟები.
რუსეთი ჰგავს იმ წიფელს, რომელსაც ტოტები აქვს ჩამოყრილი და ხმება, სულს ღაფავს.
ვხედავ, რუსეთის დსთ — თანამეგობრობა, იშლება…
✅ 2014 წელი, 25 თებერვალი
ვიმეორებ მილიონჯერ ნათქვამ ფრაზას: პუტინს არ უნდა ენდოს საქართველო! მას ჩვენი ქვეყნის მიმართ დადებითი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც გადადგამს. მის აზროვნებაში, მის ფიქრებში არ არსებობს დადებითი ხედვა საქართველოსა და ქართველების მიმართ.
<…> უნდა იცოდეთ, რომ პუტინს ერთადერთი გეგმა აქვს: გაანადგუროს საქართველო ისე, რომ ერთი ქართველიც არ დადიოდეს დედამიწაზე. მას სძულს ჩვენი ქვეყანა და ვძულვართ ჩვენ. ჰოდა, ამ სიძულვილს ასმაგად დაუბრუნებს კოსმოსი, რომელიც უდიდეს დარტყმას მიაყენებს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას.
კიდევ ვიმეორებ 1992 წლის 10 აპრილის წინასწარმეტყველებას: რუსეთ-უკრანის ომი გარდაუვალია!
წლების განმავლობაში უამრავი წინასწარმეტყველება წარმოვთქვი იმაზე, რომ რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება და აქედან დაიწყება მისი დაშლა. უკრაინა არ არის პატარა საქართველო და ამ დიდ სახელმწიფოს რუსეთი ვერ მოერევა.
საქართველოს დღევანდელ მთავრობას სათქმელად აქვს, ჩვენ ჩვენი ვეცადეთ რუსეთთან, ბევრ დათმობაზე წავედით, მავთულხლართებს რომ აბამდნენ, ოკუპანტებიც კი არ გვიყვირიაო. მოკლედ, „ნაციონალების“ კურსისგან ძალიან განსხვავდება ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ. მაგრამ პუტინისთვის „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ მთავრობაც ერთია. ის მაინც თავისას განაგრძობს და ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა „ნაციონალებს“ გადაასწრებს მათ ლანძღვაში.
⭐️‼️ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ ნატოშიცა და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმტყველე, დაჩქარებული ტემპით კი არ შევდივართ, შევრბივართ! ⭐️‼️
რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ეს უფრო და უფრო გამოჩნდება ახლო მომავალში. უკრაინასთან დაძაბულობა და ომი ხომ საერთოდ გაანადგურებს მას, რაც კრემლის ბინადართ ვერც წარმოუდგენიათ.
<…> ვხედავ, ევროპა-ამერიკა უკრაინას და საქართველოს მხარში უდგანან, სწორ პოლიტიკურ მიმართულებას აძლევენ და ამით დიდ დარტყმას აყენებენ რუსულ პოლიტიკას, ანუ რუსეთის სიძლიერეს. ეს ჩანაფიქრი, გეგმა ახალი არ არის, ის წარსულიდან მოდის.
პუტინი მიდრეკილია მიიტაცოს სხვისი მიწები და ეს ერთგვარ ავადმყოფურ სურვილში გადასდის, რაც შესანიშნავად იციან დასავლეთში.
<…> რაც შეეხება რუსულენოვან მოსახლეობას [უკრაინაში], პუტინი ამბობს, ჩემს ხალხს ვიცავო, მაგრამ ეს „დაცვა“ უდიდესი შეცდომაა და დიდი მარცხის მომტანი გლობალურ პოლიტიკაში. ამიტომ უკრაინის საქმეებში ჩარევას არ ვურჩევდი კრემლის ბინადართ. მაგრამ ის, რაც ვიწინასწარმეტყველე, მაინც ასრულდება და ბედისწერას ვერავინ გაექცევა.
მომავალში ჩვენს მთავრობას კიდევ უფრო ხშირი კონტაქტები ექნება ევროპასა და ამერიკიასთან. ახლა ამერიკა უკვე დაჩქარებული წესით იმოქმედებს. მათ კარგად იციან, რომ დროის გაწელვას აზრი აღარ აქვს — რადგან მოსაგები უკვე მოიგეს — და ახლა საჭიროა საქართველოსთვის მაპ-ის სასწრაფოდ მინიჭება და ასევე ევროკავშირში გაერთიანებაც.
ეს სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც ამერიკელებსა და ევროპელებს ბაზას გაუმყარებს მთელს კავკასიაში.
<…> ვხედავ, ამერიკული გემები ისევ შემოდიან შავ ზღვაში (სამხედო გემებს ჰგვანან), ვინაიდან ვითარება უკონტროლო ხდება როგორც რუსეთ-უკრაინას შორის, ისე ჩრდილოეთ კავკასიაშიც. საჭიროა შეიკრას ერთგვარი დაცვითი ბადე ამ გემებისგან კავკასიის რეგიონისთვის და ასევე უკრაინისთვისაც…
წყარო:dainteresdi.club

Share.