“საქართველოში რამოდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა..” – ნახეთ ცნობილია სად იყო ეპიცენტრი

0

საქართველოში დღეს ბოლო რამდენიმე საათში 4 საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორნგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პირველი მიწისძვრა 07:36 მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებაში იყო. სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა.
მეორე მიწისძვრა 09:10 საათზე. ეპიცენტრი ისევ დმანისთან, ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.

მესამე მიწისძვრა 09:18 საათზე. ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.
მეოთხე მიწისძვრა დღეს, 09:48 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო:daqali.club

Share.