საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რეკორდულად იზრდება – ვერ წარმოიდგენთ თუ უკვე რამდენი ადამიანი განიკურნა

0

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 84 ადამიანი სრულიად განიკურნა. ცოტახნის განცხადება გააკეთა ლევან რატიანმა, სადაც თქვა რომ გამოჯამრთელებულთა რიცხვს ხვალ კიდევ 15 ადამიანი დაემატება…
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული. ერთ პაციენტთან მოგვივიდა უარყოფითი ორივე შედეგი და ის ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დანარჩენი პაციენტებიდან დაახლოებით 15-თან კომპიუტერული კვლევით დადებითი კლინიკა დაფიქსირდა. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ველოდებით პასუხებს და, სავარაუდოდ, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, ლ- განაცხადა ლევან რატიანმა.

თუმცა ამ სასიხარულო ფონზე ისიც უნდა აღინიშნოს რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა 385 ამდე გაიზარდა, მათგან 84 კი უკვე განიკურნა და 15 გამოჯანმრთელებულიც ხვალ დაემატება

Share.