საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა.
92 წლის ოთარ ფაცაციას გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.
ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი ოთარ ფაცაცია 1929 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დაიბადა.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი).
1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი).
წყარო:ambavi.club