გუშინ კლინიკა „ნიუ ვიჟენში“ გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა, რუსთაველი ირაკლი მელიქიძეა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი თავდაპირველად მკურნალობას ბინაზე გადიოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში კლინიკა „ნიუ ვიჟენში“ გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
„7 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია და შეხვდა კოვიდი. 3 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, შემდეგ გადავიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.
კლინიკაში გადაყვანამდე, ექიმი ბინაზე მართავდა მის მდგომარეობას, ანალიზებს უკეთებდა, დავუდგით ჟანგბადის აპარატი. გადაუდებელი სიტუაცია რომ შეიქმნა სასწრაფოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, 2 დღე იბრძოდა…“ – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
წყარო: ambavi.club