“საქართველოდან იმიტომ წავედი რო ყველგან მბლოკავდნენ და მუდამ ფეხს მადგამდნენ იცით რატომ..” – ნახთ ალექსანდრე ზაზარაშვილის სულისშემძვრელი პოსტი

0

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილიკარიერულ წინსვლას აგრძელებს.
პატარა შემსრულებულმა თქვა, რომ წარმატების მიღწევა მას შემდეგ შეძლო, რაც საქართველოდან წავიდა.
„იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ და უკან მწევდნენ. ყველგან „მბლოკავდნენ”, რადგან მე არ მყავს დიდი კომპანიების მეპატრონე მამიკო ან დედიკო. ზუსტად იმიტომ, რომ უბრალო და პატიოსანი ოჯახიდან მოვდივარ, ეს მწევდა უკან ქართულ სატელევიზიო პროექტებში. ჩემთვის საქართველოში მიუღწეველი იყო ის წარმატებები, რასაც მივაღწიე სხვაგან. სამშობლოში „დაბლოკვის” შემდეგ მე

დამასახელეს ტოპათეულის საუკეთესო ვაჟ მომღერლებს შორის პირველ ადგილზე.
ბევრი სხვა ასეთი ჯილდოც იყო მერე. არასდროს შემშინებია, არასოდეს დამიყრია ფარ-ხმალი. მინდა, არც სხვებს გაუტყდეთ გული. საქართველოში ათასობით უნიჭიერესი მომღერალი კონკურსიდან კონკურსებზე მიდის, მიუხედავად იმისა, რომ „ბლოკავენ”. სხვა გზა არ არის, მეგობრებო, უნდა გავძლიერდეთ და ერთად შევქმნათ საქართველოს დღევანდელი კულტურა!”, – თქვა ზაზარაშვილმა „გზასთან” მიცემულ ინტერვიუში.წყარო:geoambebi.com

Share.