“სასწრაფოდ მოხსნან იმნაძე, ეზუგბაია, ცერცვაძე და გამყრელიძე და მათი ადგილი დაიკავონ…” – მამუკა სალუქვაძის მოულოდნელი განცხადება

0

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი მამუკა სალუქვაძე სარკაზმულ მიმართვას ავრცელებს:
“შემოვდივარ ინიციატივით, ცერცვაძეს, გამყრელიძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას გამოეცხადოთ უნდობლობა და აღნიშნული რეპუტაციაშელახული ექიმები ჩაანაცვლონ და დაინფიცირებულების მკურნალობისა და პანდემიასთან ბრძოლის მართვის სადავეები ჩაიბარონ ხელში გვარამიამ, ვაშაძემ, გოცირიძე კაცმა და გოცირიძე ქალმა.

მოსახლეობა მხოლოდ ასე თუ შესძლებს სიმართლის გაგებას და ვიმედოვნებთ, რომ ვაიექიმების ჩამნაცვლებელი მოღვაწეები სწრაფად აღმოაჩენენ ვირუსით ათასობით გარდაცვლილის გვამს და გამოჯანმრთელების იმ რეალურ რაოდენობას, რომელიც არ შეიძლება იყოს 10 ადამიანზე მეტი. პანდემიასთან ბრძოლის საქმეში კონსულტაციების გაწევას, ქართველი ერი სთხოვს ანესთეზეოლოგ გურულს და გინეკოლოგ ბოჭორიშვილს” – წერს სალუქვაძე.

Share.