“სასწრაფოდ,ახალმა ინფორმაციამ სრულიად მსოფლიო მოიცვა..” – ნახეთ უახლესი ინფორმაცია პუტინმა ახალი ბრძანება გასცა

0

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე მარიუპოლში აზოვსტალის ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და მისი გაუქმება ბრძანა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
”ჩაკეტეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც არ გაფრინდეს”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა თავისი ბრძანება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მოსაზრებებით ახსნა.

„ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ანუ ყოველთვის ვფიქრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეტად, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა. ეს სამრეწველო ობიექტებია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც მედია წერს, შოიგუმ პუტინს განუცხადა, რომ მარიუპოლს აკონტროლებენ და უკრაინელი სამხდროები სრულ ბლოკადაში არიან.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე რუსების შეტევა რამდენიმე ხანია, რაც უშედეგოდ გრძელდება. უკრაინელი სამხედროები დანებებას არ აპირებენ და ქალაქის დაცვას წარმატებით აგრძელებენ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
წყარო:geonewest.com

Share.