“სასწაული თუ გინდა,აიფონი ჩამივარდა ადუღებულ ენდროში და..” – ნახეთ რა შეემთხვა თამარ ივერს

0

თამარ ივერს სააღდგომო კვერცხების შეღებვისას მცირე ინციდენტი შეემთხვა. ამის შესახებ მომღერალმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„სასწაული თუ გინდა… დღეს კვერცხებს ვღებავდით, რაულის მისი აიფონი (კერძოდ, 12 პრო მოდელის) ედო გამწოვზე ტაიმერისთვის. უცებ ალბათ გამწოვის ძიგძიგის გამო, უცებ ეს აიფონი ჩავარდა აქაფქაფებულ მდუღარე ენდროში. დაბნეულმა რაულიმ, რეფლექსის მომენტია, მოულოდნელად უცებ ხელით მოინდომა ამოღება და დაეწვა ხელი. სანამ უცებ ქაფქირი იპოვა კარგი 30 წამი გავიდა.ვიფიქრე 100% ით “მოხარშული და გადამწვარი” იქნება მეთქი.კამერის ობიექტივები მით უმეტეს.ამოიღო და გავგიჟდი…

ჩართული იყო და მუშაობდა ვითომც არაფერი მომხდარა, ანუ სადღაც 30 წამი ტელეფონი აქაფქაფებულ მდუღარე ენდროში იყო და მაინც ჩართული დარჩა და მუშაობდა უნაკლოდ. ერთადერთი… დასატენად რომ შეაერთა მაშინ დაეწერა….”დასატენში წყალი შევიდა, გააშრეთ და მერე შეაერთეთო” გააშრო ფენით და პრობლემაც მოიხსნა. მართლა რომ არ ველოდით, უკვე “გამოტირებული” კი ჰქონდა“, – წერს თამარ ივერი.
წყარო:daqali.club

Share.