შიდა ქართლში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ხანდაზმულმა ქალმა ბიჭს ჩხუბის დროს თავში ქვა ჩაარტყა. ადგილობრივების თქმით, ჩხუბი
სარწყავ წყალთან დაკავშირებით მოხდა.დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმების განცხადებით,
მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ყველა საჭირო მკურნალობის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.
წყარო:statiebi.club