პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს. მისივე თქმით, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონრები კი 300 ლარიან პენსიას მიიღებენ.
„რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრი აბსოლუტურად სხვა იყო.
ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, 70 წელს ზემოთ ჩვენს პენსიონერებს, 1-ლი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი“, – აღნიშნა გახარიამ.