“სასიხარულო ამბავი,ხვალიდან ნაწილი შეზღუდვების უქმდება..” – ნახეთ ზუსტად რა შეზღუდვები უქმდება კიდევ ამ დღეებში

0

8 მარტს, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.
🔹8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;
🔹საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
🔹არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

ერთი კვირის შემდეგ, შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და:

🔹15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;

🔹სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგება;

🔹ასევე, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;

🔹თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.წყარო:geoambebi.com

Share.