საპატრიარქო: კორონავირუსით ინფიცირებულმა მღვდელმა რამდენიმე დღის წინ ტაძარში იმსახურა

0

სასულიერო პირმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ ტაძარში წირვა ჩაატარა. ეს ინფორმაცია ტაბულას დაუდასტურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზი დეტალებზე არ საუბრობს.

თბილისის ერთერთი ეკლესიის სასულიერო პირს კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. ვირუსი დადასტურებული აქვს მისი ოჯახის კიდევ ორ წევრს, ერთერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. კლინიკაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, ოჯახის რომელი წევრისგან გადაედოთ დანარჩენებს ვირუსი.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

Share.