“საოცარი საქციელი ხვიჩასგან,ეს ამბავი ბევრმა არ იცოდა..” – ნახეთ აი რა გაუკეთებია ხვიჩას წალენჯიხისთვის

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე ნაპოლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე წლის წინ დაეხმარა.ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა და 19 წლის იყო, მისი ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა.

აღნიშნული საქციელის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხვიჩას თანადგომისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა.

ოდნავ მოგვიანებით კი, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 150 ოჯახისათვის 25 ათასი ლარის ღირებულების სურსათი შეიძინა. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 18 წლის მეკარე ლუკა მიქაია ზუგდიდის ათ შეჭირვებულ ოჯახს 500-ლარიანი პაკეტით დაეხმარა. სიკეთე გადამდებია მეგობრებო…
წყარო:daqali.club

Share.