ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი, რომელმაც საფრანგეთში ცხოვრებისას თამარ ბაჩალიაშვილი გაიცნო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თამართან დაკავშირებულ ამბავს უყვება. ის აღნიშნავს, რომ თამარი ძალიან ნიჭიერი დეველოპერი იყო და მას სამსახურს საფრანგეთშიც სთავაზობდნენ.
„ახალი ბოღმიანი კითხვა და ინტერესი: საიდან ასეთ პატარა გოგოს ამდენი ფული?
არა – ნიჭი; ენთუზიაზმი; მიზანმიმართულება; შრომისმოყვარეობა და სხვა ღირებულება…
არა!
საიდან ამდენი ფული?!
ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ თამარს საფრანგეთში ორი კომპანია სთავაზობდა მაღალანაზღაურებად სამსახურს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, სადაც საშუალო ანაზღაურება 7 000-დან იწყება და 25 000-სცდება.
ამ მოლაპარაკების უშუალო მონაწილე ჩემი კოლეგა და მეგობარი პროფესორი ბრუნო ნარდინი გახლდათ, რომელთანაც რეკომენდაცია პირადად გავუწიე.
ასაკის მიუხედავად თამარს აღმოაჩნდა ნიჭი და რესურსი ემუშავა ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამეცნიერო პროექტებში, რომლის დაძლევაც დიდი პრაქტიკის და ცოდნის სპეციალისტებს შეეძლოთ.
სამწუხაროდ მან უარი თქვა აღნიშნულ ეტაპზე საფრანგეთში დარჩენაზე.
ასე, რომ სანახობის მოყვარულო მდედრნო და მამრნო, იმას კი ნუ კითხულობთ და ნერვიულობთ, საიდან ამდენი ფული? ის იკითხეთ და იმაზე ინერვიულეთ რომ მისი სახით დაკარგეთ „ახალი ტიპის“ ადამიანი, რომელიც ათასში ერთი იბადება.
თამარმა კომპიუტერული ტექნიკის ვაჭრობით კი არა, მაღალი ტექნოლოგიური მეცნიერების ცოდნით და დაუღალავი შრომით მიაღწია მცირედს. დიახ ხაზს ვუსვამ „მცირედს“, რადგან მსოფლიოს შრომით ბაზარზე ის გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე მას უხდიდნენ.
საკუთარ ოლიგარქს დაუთვალეთ თაღლითური გზით ნაშოვნი მილიარდები და არა 23 წლის გოგონას, რომლის ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ!“ – წერს ნუგზარ სულაშვილი.