“სამწუხარო ამბავი გავრცელდა..” – ნახეთ ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ქართველი ახლახანს გარდაიცვალა (ფოტო)

0

69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. როგორც ცნობილია, პიანისტი აშშ-ში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ბიოგრაფია: ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
შემოქმედებითი გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუსიკაში ლექსო თავის სათქმელს იტყოდა და შესაბამის ადგილსაც დაიკავებდა. მან უკვე ცხრა წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. ე. გურევიჩის კლასი; 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ბ. ზემლიანსკის კლასი), ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. ლ. ნაუმოვის კლასი).

1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.

1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი; მის შესრულებას ახასიათებს მასშტაბურობა, რომანტიულობა, არტისტული ტემპერამენტი; ხშირად მართავს გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში; თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან; რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში – სანკტ-პეტერბურგი, ლონდონი, ჩიკაგო, ზალცბურგი, ედინბურგი, როტერდამი და სხვ.

ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს; მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით; პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.

1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქ. საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა; ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები -საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ლექსო თორაძის მუსიკალური სტუდიის წევრები და აღზრდილები აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევიან (აშშ, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი და სხვ.), მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად. 2005 წელს პიანისტი და მისი აღზრდილები საკონცერტო გასტროლებით საქართველოსაც ეწვივნენ.

ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს – ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია.

წყარო:daqali.club

Share.