“სამშობლოში დაბრუნებაც კი ვერ მოასწარი,ტკივილი ხარ უსაშველო..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ემიგრანტი, რომელიც გარდაიცვალა

0

გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში 30 წლის ნიკა ჯიხვაშვილი.
ათენი გლოვობს… ღმერთო მიეცი ძალა მის ემიგრანტ დედას, ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი ნიკა,
იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ… მხოლოდ ფიზიკურად,
თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს

დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, კვლავაც 30 წლის იქნები…

Share.