“სამსახურში წავიდა,სახლში კი გარდაცვლილს მოასვენებენ..” – ნახეთ ავტობუსის გაჩერებაზე კაცი ტრაგიკულად დაიღუპა

0

გორში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე შუახნის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს.
თვითმხილელების ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის კაცი სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ვერხვების დასახლებაში მოხდა.

„სამსახურში მიდიოდა, ავტობუსს ელოდებოდა. მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ნაბახუსევზე იყო და გულმა ვერ გაუძლო. აქვე ცხოვრობდა შარტავს ქუჩაზე.“ – ამბობს თვითმხილველი.გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
წყარო:daqali.club

Share.