“სამოგზაროდ ჩამოდიხარ საქართველოში?..” – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე მის ქალიშვილთან ერთად, რამაც გულშემატკივრები დააბნია

0

ქართველმა შემსრულებელმა შვილთან ერთად ვოიაჟი დაიწყო. სოფო გოგონას ერთი წლის იუბილეს ელოდა, რათა პირველი ფრენა განეხორციელებინათ. დედა-შვილი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოდის?
ამჟამად სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და გოგონას სახელი გავრცელდა. სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და

არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 35 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა. ახლა კი, როგორც ჩანს, ქალიშვილთან ერთად მოგზაურობა დაიწყო. მისი მეგობრები მორიგ „სთორის“ ელიან, რათა გაარკვიონ, ის საქართველოში მოფრინავს თუ ამერიკული ოცნების ახდენას განაგრძობს.

Share.