“სამი დღე დედას უბრალოდ შნური ჰქონდა მიმაგრებული და ატყუებდნენ ჟანგბადი მოდისო, შემდეგ კი..” – ნახეთ დეა ადამიას სკანდალური განცხადება

0

დეა ადამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ ექცეოდნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომლების დედამისს.ადამია მედპერსონალსა და ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და წერს რომ კლინიკაში დედამისი კიდევ უფრო დაამძიმეს.„ადგილი, სადაც დედაჩემის ჯანმრთელობა დაამძიმეს! სადაც არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ და მეტიც… გაზკამერა მოუწყვეს ორ-დღიანი +50 გრადუსზე ჩართული გამათბობელით, +39

გრადუს სიცხიან ამინდებში… სადაც 3 დღე უბრალოდ შნური ჰქონდა მიმაგრებული ცხვირის ნესტოებზე და ატყუებდნენ ჟანგბადი მოდის და სუნთქავო… და მხოლოდ მეოთხე დღეს გადაიყვანეს მართლა ჟანგბადიან პალატაში ისიც 2 საათით და ისევ იმ უჟანგბადო პალატას დაუბრუნეს… შემდგომ მომიბოდიშეს, რადგან გაფუჭებული ყოფილა გათბობის ბატარეა და სანტექნიკოსმა, რომ შეამოწმა თურმე მართალი ყოფილა დედა… მანამდე კი დასცინოდნენ გეჩვენებაო კოვიდმა იცის ჰალუცინაციაო… შემდგომ ჟანგბადის გაფუჭებულ აპარატზეც მომიბოდიშეს… რომელზეც შარს დებდნენ მათი მედპრესონალის მიერ ჩემს ნაწამებ დედას, რას ამბობ ჟანგბადი მოდის უბრალოდ ვერ გრძნობო…

ამ ჯოჯოხეთის შემდეგ დაემატა ის რომ დედას ხმამაღლა უყვიროდნენ და ბოლოს პალატის კარები ჩაუკეტეს… მერე უკვე მივიღე ზომები დავრეკე მათ ექიმთან და ვუთხარი რომ 24 საათი დედასთან ხაზზე ვიყავი ის დღეები და მშვიდად ვცდილობდი მომეთმინა ეს ყოველივე უმსგავსობა, იმ იმედით რომ სხვა ექიმი ან ექთანი, რომელიც შეიცვლებოდა ახალ სმენაზე ყველაფერს გამოასწორებდა მაგრამ ამაოდ… ყველა ყასაბი აღმოჩნდა! დედაჩემის მიმართ მიზანმიმართული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა და ომი არ მთავრდებოდა 4 დღის მანძილზე… ამის შემდეგ დავუკავშირდი ღვთისნიერ ადამიანებს ვთხოვე მათ ეშველათ ჩემთვის და დედაჩემისთვის და ზუსტად რამდენიმე წუთში მივიღე პასუხი “ახლავე, დეა! შენ თავი ხელში აიყვანე, ჩვენ მივხედავთ დედაშენს!” ამის მოსმენა ჩემთვის ოყო სიცოცხლეზე მეტი!! იმ მომენტში ბოჭორიშვილის კლინიკაში თავად უძლური კოვიდ-19 ვებრძოდი… რა შემეძლო… თავის აწევაც კი არ შემეძლო… უზარმაზარი სტრესი განვიცადე დედაზე დარდით და უფრო დავმძიმდი მკურნალობას პერიოდში…

რომ არა ეს კეთილი ფერიები!! არ ვიცი დღეს როგორ ვიქნებოდი!!
მადლობა ამ გულგრილი მედპერსონალით აღვსილ კლინიკას, ამხელა გამოცდილებისთვის! რომ არა თქვენ ვერ გავიგებდი თუ რას ნიშნავს კეთილსინდისიერი და არა კეთილსინდისიერი ექიმი… ღმერთი აუცილებლად გადაგიხდით მაგიერს! თქვენს დედებზე, შვილებზე, დებზე, ძმებზე, მამებზე და ოჯახის წევრებზე გამოგაცდევინებთ იგივეს… ცხოვრება ხომ ბუმერანგია!!

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო რეანომობილ-ის თანამშრომლებს ვინც დედა გადაიყვანა „ამტელ ჰოსპიტალში“ და რა თქმა უნდა ამტელ ჰოსპიტალის მედპერსონალს უდიდესი მადლობა, რომლებმაც დედა მიიღეს და გადამირჩინეს!

ბოროტსა სძლია კეთილმა! ეს არის ამ ისტორიის დასასრული!
ამას იმიტომ ვწერ, რომ სხვა პაციენტზე არ გაბედონ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის გულგრილმა მედპერსონალმა მსგავსი არაადამიანობა! მედპერსონალის მიერ ასეთი ფაშიზმი თუ არსებობდა 21ე საუკუნეში მართლა არ მჯეროდა!
საინტერესოა ასეთების აზრი ჰიპოკრატეს ფიცზე?“ – წერს დეა ადამია.

Share.