მარნეული-თბილისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და ავტომობილს დაეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
წყარო:geoambebi.com